пятница, 20 ноября 2009 г.

  1. პროექტის სახელი: ,,ქართველი მეცენატები"
  2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები ეძებენ ინფორმაციას ქართველი მეცენატების, მათი ღვაწლის შესახებ.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას წარსულში და თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქართველი მეცენატების შესახებ რეგიონების მიხედვით; აიღებენ ინტერვიუებს ქველმოქმედთაგან, გაეცნობიან მათ ბიოგრაფიას და დეტალებს,რომელიც მათ საქველმოქმედო საქმიანობას ეხება;აღწერენ მეცენატთა საქმეებს,გაიგებენ იმ პიროვნებათა შესახებ,რომლებმაც მიიღეს დახმარება.მოძიებული მასალა დაიდება ბლოგზე.
  4. მონაწილეთა ასაკი: 10- 17 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის რომელიმე 6 კვირა.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში, ინტერნეტში, ინტერვიუების აღება მეცენატებთან,პრეზენტაციის მოწყობა და შესაბამისი მასალის დადება ბლოგზე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება ,შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართველი საზოგადო მოღვაწეების შესახებ,ექნებათ პირადი შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. შეიქმნება სრულყოფილი ელ.ვერსია ქართველი მეცენატების შესახებ.
  8. სარგებელი სხვებისთვის:მეცენატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია (ბიოგრაფიული ცნობები,ფოტომასალა) ხელმისაწვდომი გახდება ფართო მასებისათვის.
9. სამუშაო ენა: ქართული.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ქართული-
ლიტ.ნაწარმოებების,ბიოგრაფიების გაცნობა;მსჯელობის უნარის განვითარება,
დისკუსიაში მონაწილეობა,სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,
ინტერვიუ) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება.
ისტორია:
ეპოქის,ტრადიციების და ამ ეპოქაში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებე-
ბის გაცნობა.

11.პროექტის ფასილიტატორი
: ქეთევან ზურაბაშვილი.

12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kzurabashvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mecenatebi.blogspot.com/